წელს ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინაციებში, მერაბ ნინიძე დაასახელეს
გააზიარე სტატია
წელს ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინაციებში, ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე დაასახელეს . ის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის ჯილდოს ნომინანტია. მან ითამაშა საბჭოთა აგენტის როლი დომინიკ კუკის ფილმში „Ironbark” (ამერიკაში „The Courier”). სწორედ ამ კინოროლმა მოუტანა მას ნომინაცია. გამარჯვებული ცნობილი იქნება 2021 წლის თებერვალში.
აღსანიშნავია ის, რომ ამ ფილმში მერაბ ნინიძე საეკრანო დროს იყოფს ჰოლივუდის მსახიობთან, ბენედიქტ კამბერბეჩთან, რომელიც ცნობილია მთავარი როლებით ფილმებში: „შერლოკი“, „იმიტაციის თამაშები“ და „დოქტორ სტრეინჯი“.



