სიახლეები

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე თვეზე ნაკლები რჩება - საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს NEI NEI წარადგენს
ჰიპ-ჰოპის საუკეთესო მოცეკვავეები მსოფლიოს 54 ქვეყნიდან სულ მალე შვეიცარიაში Red Bull Dance Your Style-ის ფინალზე შეიკრიბებიან. 24 ოქტომბერს შოუს ციურიხის ისტორიული დარბაზი Hallenstadion უმასპინძლებს. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება ეროვნული ფინალის გამარჯვებული ლევან ქურდაძე, იგივე NEI NEI, რომელიც ივლისში კუს ტბაზე გამართულ ღონისძიებაზე მაყურებელმა შეარჩია.

თიბისი და AD BLACK SEA - 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
AD BLACK SEA-ის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ფესტივალის მხარდაჭერით, თიბისი წლებია ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ხედვების გასავითარებლად, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და ადგილობრივი ინდუსტრიის საერთაშორისო შემოქმედებით საზოგადოებასთან დასაკავშირებლად.











