20-21 დეკემბერს ფაბრიკა ტრადიციულ საშობაო ბაზრობას უმასპინძლებს
უკვე 9 წელია ფაბრიკას ეზო ყოველ დეკემბერს საახალწლოდ ირთვება და საშობაო სამზადისით მოცული თბილისის განუყოფელ ნაწილად იქცევა. 2025 წლის 20-21 დეკემბერს ფაბრიკა ტრადიციულ საშობაო ბაზრობას უმასპინძლებს.
ფაბრიკა 45-მდე ფერად და საინტერესო დახლს დაახვედრებს სტუმრებს. საახალწლო ბაზრობაზე მოსულებს, სხვადასხვა მცირე და დამოუკიდებელი მეწარმის განსაკუთრებული პროდუქცია დახვდებათ, მათ შორის, კერამიკული ნივთები, სამკაულები, თბილი ტანისამოსი, საახალწლო სათამაშოები, ტკბილეული და სხვ.
ფაბრიკის საშობაო ბაზრობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საჩუქრების შესაძენი სივრცე — ორი დღის განმავლობაში ეზოში იგეგმება სპეციალური აქტივობები, რომლებიც ფაბრიკას ნამდვილ საშობაო სოფლად აქცევს:
• ცოცხალი მუსიკა – ორკესტრისა და მარშის წარმოდგენები, რომლებიც ფაბრიკას სადღესასწაულო ატმოსფეროს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ;
• ვალდორფის სკოლის მოსწავლეების კონცერტი – 21 დეკემბერს, Fabrika Jungle Room-ში;
• საშობაო ჭიქებისა და სათამაშოების მოხატვის ვორქშოპი – კერამიკული სტუდია 1300 -ის ხელმძღვანელობით;
• საშობაო შეფუთვების შექმნისა და გაფორმების სახელოსნო – ხარახურას, ქართული რიზოგრაფ სტამბისა და გამომცემლობის ავტორობით.
ფაბრიკას საშობაო ბაზრობა პირველად 2016 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ქალაქის წინასაახალწლო ცხოვრების განუყოფელ მოვლენად იქცა. ყოველ წელს ვცდილობთ, ცნობილმეწარმეებთან ერთად ახალი სახეებიც წარმოვაჩინოთ, რათა შევქმნათ პლატფორმა მცირე ბიზნესებისთვის და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებასა და ზრდას. ფაბრიკა ყოველწლიურად აწყობს სხვადასხვა თემატიკის ბაზრობებს, რომელთა მიზანია წაახალისოს ქართული მცირე ბიზნესი და საშუალება მისცეს ინდივიდუალურ მეწარმეებს, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ქართველ თუ უცხოელ აუდიტორიას.
საშობაო ბაზრობის დეტალები:
● დრო: 20-21 დეკემბერი, 13:00-21:00
● ლოკაცია: ფაბრიკა თბილისი, ნინოშვილის ქ. #8








