fbpx

თქვენი ხმა ყოველწამს გვწვდება – პაატა შამუგია


გააზიარე სტატია

 

ამ წერილს გწერთ იმავე შიშებით, იმავე კითხვებით და იმავე პასუხისმგებლობით, რაც ჩვენ ყველას გვაკავშირებს. გწერთ გარედან, მაგრამ ეს “გარეთ” არ ნიშნავს უსაფრთხოებას, სიმშვიდეს ან თავისუფლებას იმ გაგებით, როგორც შეიძლება ჩანს. თუმცა თქვენმა ყოფნამ იქ, სადაც ახლა ხართ, გარეთ ყოფნა სხვა მასშტაბით გამოაჩინა.

თქვენ დღეს ხართ სივრცეში, რომელიც საგანგებოდ არის შექმნილი ადამიანის დასამცირებლად, დასაჩუმებლად და დასავიწყებლად. მაგრამ პარადოქსია – სწორედ იქ, სადაც სისტემა ცდილობს ადამიანის გაუქმებას, ყველაზე მკაფიოდ ჩანს ადამიანის არსებობა. თქვენ არ ხართ მხოლოდ პატიმრები. თქვენ ხართ მტკიცებულება იმისა, რომ გაბედულ სიტყვას, არჩევანს და პოზიციას ჯერ კიდევ აქვს სერიოზული ფასი.

ვიცი, რომ წერილები ვერ ანაცვლებს თავისუფლებას, მაგრამ წერილს შეუძლია ერთი რამ: დაგანახოთ, რომ თქვენი ხმა ყოველწამს გვწვდება. რომ თქვენი გადაწყვეტილება –  იდგეთ იქ, სადაც იდექით – არ იყო ამაო მოქმედება. თქვენ გახდით ის ათვლის წერტილი, სადაც საზოგადოების კოლექტიური სინდისი იძულებულია შეჩერდეს და საკუთარ თავს ჰკითხოს: “მე რას ვაკეთებ?”, ან “რასაც ვაკეთებ, საკმარისია?”.

ჩვენ, ვინც ჯერ გარეთ ვართ, ვალდებულები ვართ ეს კითხვა ხშირად დავუსვათ საკუთარ თავს. ეს ვალდებულება არ არის ემოციური – ის პოლიტიკური და მორალურია. 

რაც მთავარია, ჩვენ ხომ ვიცით ერთი რამ: ეს ისტორია აქ არ მთავრდება. 

 

70 total views, 70 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.