“ელისოს” გამარჯვებულები ცნობილია
გააზიარე სტატია
ელისოს გამარჯვებულები ცნობილია.
ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ – ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა, გიორგი შველიძე, ლეა გლობი – 2026 წლის გამარჯვებულები გამოავლინა:
- საუკეთესო ფილმი – რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, „ხმელი ფოთოლი“
- საუკეთესო რეჟისორი – თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი, „ქართლის ცხოვრება“
- სპეციალური აღნიშვნა – საუკეთესო რეჟისორი – ქეთევან ვაშაგაშვილი, „ცხრათვიანი კონტრაქტი“
- საუკეთესო მსახიობი – ნინი იაშვილი, ,,ქალაქის ხმაური“
- სპეციალური აღნიშვნა – საუკეთესო მსახიობი – ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი, „მილი”
- საუკეთესო ოპერატორი – შალვა სოყურაშვილი, „მილი“
- საუკეთესო მონტაჟი – ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი, „თემორე“
- საუკეთესო კინომუსიკა – კოტე კალანდაძე, „არავინ არ ჩანს“
ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ახალი ხედვისთვისა და ქართული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისთვის, წელს ნატო ვაჩნაძის პრემიით ნათელა გრიგალაშვილი დაჯილდოვდა.
- კინოდაჯილდოება “ელისოს” გენერალური სპონსორია თიბისი
- მთავარი სპონსორი – კოკა-კოლა
- პარტნიორები: სარაჯიშვილი, რუმს ჰოტელსი, ბლუტაბლა, ზუმერი, ენკენი ფილმსი, ჯორჯიან ბასი, ანდერსენი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ვაზისუბნის მამული, გალფი, პსპ.


