პორტრეტები ელიზაბეთ მეორის ცხოვრებიდან
დედოფალ ელიზაბეთ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები და საჯარო ფიგურები მწუხარებას გამოთქვამენ, ხოლო მას აფასებენ, როგორც კლდეს, რომელზეც გაერთიანებული სამეფო იდგა.
გთავაზობთ დედოფლის პორტრეტებს, რომლებიც სხვადასხვა არტისტის მიერ წლების განმავლობაში შეიქმნა, ხოლო 2012 წელს პორტრეტების ეროვნულ გალერეაში მოეწყო გამოფენა – The Queen: Art and Image – დედოფლის ალმასის იუბილეს აღსანიშნავად.
პორტრეტები ბანალურად და ცოტა მოსაწყენადაც კი შეაფასა აუდიტორიამ. თითქოს მათში არაფერია ისეთი, რაც გაგვაკვირვებს, რაიმე ახალს აღმოგვაჩენინებს დედოფლის ხასიათში. ასე, ალბათ, იმიტომ გამოვიდა, რომ არცერთი არტისტი დედოფალს არ იცნობდა პირადად, მათ შორის არ ყოფილა ისეთი ახლობლობა, რომელიც აუცილებელია მსგავსი პროდუქტის შექმნისას.
მიუხედავად მრავალი ინტერვიუსი და არაერთი ფოტო თუ ვიდეომასალისა, სადაც აღბეჭდილია დედოფლის ყოფა, მანერები და ხელწერა, აღნიშნული პორტრეტები დაგვარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ არის მასში რაღაც ამაღლებული და შეუცნობელი.
არსებობს სხვაგვარი ხედვაც ელიზაბეთის პერსონის შეუცნობლობაზე – ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მის შეფარვასა და ბუნდოვანებას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს: სინამდვილეში, იგი ერთი ჩვეულებრივი მაღალი კლასის ინგლისელი ქალია, ცოტათი სპორტული, ცოტათი უწვრთნელიც კი, რომელსაც უბრალოდ მოუწია, ყოფილიყო მონარქი, რომელიც ატარებს ნიღაბს საკუთარი თავის გამოსახულებით.
გადახედეთ პორტრეტებს, დასკვნების გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია.
ორიგინალი: https://www.theguardian.com/












