ციხე, სადაც ადამიანები თავს სტრესისგან გასაქცევად „იპატიმრებენ“

ავტორი: ალან ტეილორი
უკვე ხუთი წელია, რაც ჰონჩეონში, სამხრეთ კორეაში არსებული იმიტირებული ციხე თავის საკნებში ფულის სანაცვლოდ „პატიმრებს“ ათავსებს. იქ მობილური ტელეფონის გამოყენება აკრძალულია, ისევე როგორც სხვა „პატიმრებთან“ საუბარი. საათსაც ვერსად დაინახავთ.
კიმ ჰონ-ჯი, Reuters-ის ფოტოგრაფი, ახლახან იმ დაწესებულებას ესტუმრა, რომელსაც სახელად „ჩემი შინაგანი ციხე“ ჰქვია. მისი თქმით, იქ 2013 წლის შემდეგ „სასჯელს“ 2000-ზე მეტი ადამიანი იხდიდა. მათი უმრავლესობა „სტრესის ქვეშ მცხოვრები ოფისის თანამშრომლები და სტუდენტები იყვნენ, რომლებსაც სამხრეთ კორეის მომთხოვნი სამუშაო და აკადემიური კულტურისგან განმარტოვება სურდათ“. ნო ჯი-ჰიანი, „ციხის“ თანადამაარსებელი, ამბობს, რომ ინსპირაციის წყარო თავისი ქმრის, პროკურორის სიტყვები იყო, რომლის თქმითაც, 100-საათიან სამუშაო კვირას ისევ საკანში მარტო ცხოვრება ურჩევნია: „ციხეში გატარებული დროის მერე ადამიანები ამბობენ: „ეს ციხე არაა. ციხე ისაა, სადაც ვბრუნდებით“.

#1. 28 წლის პარკ ჰი-რი, სტარტაპ ბიზნესის პროგრამების მენეჯერი, თავის მობილურს საკნის გარეთ დებს. ის „ჩემ შინაგან ციხეში“ იმყოფება, დაწესებულებაში, რომელიც ჰონჩეონში, სამხრეთ კორეაში მდებარეობს. „ეს ციხე თავისუფლების განცდას მანიჭებს, – თქვა პარკმა, – იმდენი საქმე მაქვს, რომ ახლა წესით, აქ არ უნდა ვიყო. მაგრამ გადავწყვიტე, რომ პაუზა ავიღო და საკუთარ თავს ჩავუღრმავდე.“ 2018 წლის 10 ნოემბერი.

#2. „ჩემი შინაგანი ციხე“ ნისლიანი აისისას. ჰონჩეონი, სამხრეთ კორეა. 2018 წლის 11 ნოემბერი

#3. პარკ ჰი-რი (მარცხნივ) ციხის საკანში ჩაკეტვამდე ეზოში სეირნობს. 2018 წლის 10 ნოემბერი

#4. პარკ ჰი-რი და მისი მეგობრები საკანში გამოსაკეტად ემზადებიან. 2018 წლის 10 ნოემბერი

#5. „ჩემი შინაგანი ციხის“ „პატიმრები“ საკანში გამოკეტვის წინ. 2018 წლის 10 ნოემბერი

#6. მედიტაცია საკანში შესვლამდე. 2018 წლის 10 ნოემბერი

#7. პარკ ჰი-რი საკნისკენ მიემართება. 2018 წლის 10 ნოემბერი

#8. „პატიმარი“ საკნის კარის ფანჯრიდან იხედება. 2018 წლის 11 ნოემბერი

#9. „პატიმრების“ მობილური ტელეფონები „ჩემ შინაგან ციხეში“. 2018 წლის 10 ნოემბერი. საკნებს შიგნით მობილურებისა და საათების შეტანა აკრძალულია

#10. ფანჯრის რაფა საკანში. 2018 წლის 11 ნოემბერი

#11. ადმინისტრატორს „პატიმრებისთვის“ საკვები მიაქვს. 2018 წლის 11 ნოემბერი

#12. ადმინისტრატორი „პატიმრებს“ საკვებს ურიგებს. 2018 წლის 10 ნოემბერი

#13. „პატიმარი“ საკანში საკვებს მიირთმევს. 2018 წლის 11 ნოემბერი

#14. „პატიმრები“ იმიტირებული ციხის საკნების ფანჯრებში. 2018 წლის 10 ნოემბერი

#15. საკანში გამოკეტილი პარკ ჰი-რი. 2018 წლის 11 ნოემბერი

#16. პარკ ჰი-რი და სხვა „პატიმრები“ „ჩემი შინაგანი ციხიდან“ თავდებობით გამოშვების სერტიფიკატს იღებენ. ჰონჩეონი, სამხრეთ კორეა. 2018 წლის 11 ნოემბერი.
ფოტოები: კიმ ჰონ-ჯი / როიტერსი

