ფესტივალები

ფესტივალი TKESHI ლისაბონიდან ახალ ევროპულ თავს ხსნის
ფესტივალ Tkeshi-ს 2026 წლის გამოშვება ოქტომბერში, პორტუგალიელ პარტნიორებთან ერთად, თავისი ისტორიის ახალ, ევროპულ თავს იწყებს. ორგანიზატორების თქმით, ეს არ არის უბრალო გეოგრაფიული გადანაცვლება - ეს არის კულტურული ხიდი, ვინაიდან ბოლო წლებში უსაფრთხოების გამოწვევებმა და ავტორიტარიზმის მზარდმა ტალღამ არაერთხელ აჩვენა ევროპის ახალი საზღვრების მნიშვნელობა - თბილისიდან ლისაბონამდე - როგორც დემოკრატიული სივრცის დაცვის კონცეფცია.

აურელიო მახორის სიტყვა თბილისის იბერო-ამერიკულ ფესტივალზე
“დღეს ჩვენ ვდგავართ რეპრესიული თუ ფილისტერული, ცრუ და ხარბი ძალების გაერთიანების, ამ ახალი „სულის ინჟინრების“ წინაშე, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იპყრობენ და ჩვენს ცნობიერებას აცარიელებენ, რათა ჩვენი ლოცვები არა მოყვასს ან ჩვენვე შინაგან სამყაროს, არამედ დაუნდობელ კერპებს მიემართებოდეს.” - აურელიო მახორი











