სიახლეები
Play Video
29 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა!
დღეს დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს HBO-სა და Universal Pictures-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი ჩვენს ქვეყანაში ახალი სერიალებისა თუ ფილმებისთვის გადასაღებ ადგილებს ეძებენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მაისში საქართველოში ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელის, კანოვასა და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრების ფოტო და ვიდეოინსტალაციები მოეწყობა.
Play Video
25 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა!
როგორც იქნა, მზემ ისევ გამოანათა, ამიტომ დილიდანვე უნდა გაცნობოთ, რომ აჭარულმა ხაჭაპურმა The New Yorker-ის ყურადღება და დიდი სიყვარული დაიმსახურა. ასევე, დილიდანვე შეგამზადებთ და გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში, როდესაც “სამეფო კარის თამაშების” მესამე სერია გამოვა, წინ ალბათ დიდი განცდები გველოდება როგორც ჩვენ, მაყურებლებს, ასევე ჩვენს საყვარელ გმირებს. ამაზე HBO-ს მიერ გავრცელებული ფოტოები მეტყველებს





