კინო

ოქროს გლობუსი 2024
გასული ზაფხულის Barbenheimer-ის ფენომენმა ამჯერად ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე გადმოინაცვლა, რომელზეც „ბარბი“ კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატებისთვის, „ოპენჰაიმერი“ საუკეთესო დრამისთვის, ხოლო იორგოს ლანთიმოსის სიურრეალისტური ფილმი, „საბრალო არსებები“ (ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორი), საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის - მიუზიკლი ან კომედია დაჯილდოვდნენ.

ტოკიო - წითელი ხალიჩა და სხვა მოულოდნელი ამბები...
“ნინი ჩემი ბავშვობის მსახიობი-მეგობარია და ამ ფილმზე რაღაც უცნაური შემთხვევითობის წყალობით ერთად აღმოვჩნდით. „გონდოლაზე“ მუშაობა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამაღელვებელი პროცესი იყო, რადგან თავიდანვე ვიცოდით, რომ რაღაც განსაკუთრებულში ვმონაწილეობდით. ფილმის რეჟისორი გერმანელი ფაიტ ჰელმერია, ამიტომ ვფიქრობდით, პრემიერაც გერმანიაში გაიმართებოდა, თუმცა ბოლოს პოსტ პროდაქშენის პროცესი იმდენად გაიწელა, რომ საერთოდ შევწყვიტეთ ამაზე ფიქრი და უცბად ტოკიოში გავხდით წასასვლელები”. - Keti Ka











