მსმენელის წინაშე წარდგებიან: გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები, მევიოლინეები სტელა ჩენი, ტიმოთი ჩოი და ანდრეი ბარანოვი, ჩელისტები ალექსანდრ რუდინი, ალექსეი შადრინი და ალექსანდრ რამი.
ნახAT და მოუსმინAT ბრამსის საფორტეპიანო კონცერტ No.1-ს მაო ფუჯიტას შესრულებით, პანკავკასიური ორკესტრის აკომპანირებით და ოკსანა ლინივის დირიჟორობით. ნაწარმოები შესრულდა 2022 წლის წინანდლის ფესტივალის ფარგლებში
სტატიის კითხვისას გირჩევთ, მოუსმინოთ კლარა შუმანის ნაწარმოებებს მაო ფუჯიტას შესრულებით. ამ ნაწარმოებების ცოცხლად მოსმენა კი 4 სექტემბერს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე შეგიძლიათ.
კლასიკური მუსიკის დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი - მეოთხე სეზონით ბრუნდება. ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნება და 11 სექტემბერს დაიხურება