სიახლეები
Play Video
28 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გიამბობთ ქართველების დიდი წარმატებების შესახებ: გაგაცნობთ 12 წლის ალექსანდრეს, რომლის გამოსვლამაც უკრაინულ Voice-ში ჟიური აატირა, ასევე მომღერალს, რომელიც ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს და კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ირმა ხეცურიანის გამარჯვებას, რომელიც ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეთექვსმეტედ გახდა.
Play Video
22 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა!
ისევ კანის, კერძოდ კი ლევან აკინის ფილმის, And Then We Danced-ის გარშემო ვტრიალებთ. თანაც, იდეალური ამბები გვაქვს! ანტონიო ბანდერასის, უილიამ დეფოს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსა და სხვა ლეგენდარული მსახიობების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების გვერდით, კანის 15 ყველაზე დიდ ვარსკვლავთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც დაასახელეს.







