“როდესაც ქალაქი თანდათან კარგავს საკუთარ სახეს, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა თუ მხოლოდ ერთი კაცის ნება. დანაკარგის დროს, შედეგის დადგომისას, ხელოვნება გვახსენებს, რომ დაკარგვამდე რაღაც გვიყვარდა, გვაინტერესებდა და რაღაცის შენარჩუნება გვინდოდა.” - ნინო ამონაშვილი
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით(ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.
თბილისის არქიტექტურის ფორუმის (TAF) მეორე გამოცემა 18–20 სექტემბერს გაიმართა და სამი დღის განმავლობაში არქიტექტურის, დიზაინის, ურბანული განვითარების, კულტურისა და მომიჯნავე სფეროების პროფესიონალები გააერთიანა.
1916-17 წლების აღწერილობაში ამ თეატრთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ საკმაოდ დიდი სივრცე სახლის პასაჟს წარმოადგენდა, რომელიც მის შუა ნაწილში იყო განთავსებული. მასში მოხვედრა შეიძლებოდა როგორც გამზირიდან, ისე ვერის დაღმართიდანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაყურებლის ნაკადის დასარეგულირებლად.
„რაც უფრო კომფორტული ხდება ჩვენი ქალაქი, მით უფრო მყიფე, ძვირი, არაჯანსაღი და უცნაურად უსახური ხდება ის. კომფორტი, როცა მას ზღვარგადასულად ვესწრაფვით, საბოლოოდ თავადვე იქცევა დისკომფორტად,“ - მარკუს აპენცელერი.
თუ თანამედროვე ქალაქის ურბანულ ლანდშაფტს ფხიზელი თვალით დავაკვირდებით, 1-ელი ივნისი რთულ პოლიტიკურ კითხვას აჩენს: ვის ეკუთვნის ქალაქი? რა სივრცე დავუტოვეთ ბავშვებს ფიზიკურ სამყაროში და როგორ აყალიბებს არქიტექტურული ძალაუფლება ახალი თაობის სხეულსა და ფსიქიკას?
11-15 მაისს თბილისმა დიდ ლიტერატურულ ფორუმს უმასპინძლა. პირველმა იბერო-ამერიკულმა ლიტერატურულმა ფესტივალმა ერთ სივრცეში გააერთიანა თანამედროვე ესპანურენოვანი ავტორები, მთარგმნელები და გამომცემლები.
Tbilisi Air ნაწილობრივ PSWAR-ის ლოგიკის გაგრძელებაა, ნაწილობრივ - პასუხი იმ რეალობაზე, რომელშიც დღეს ქართული კულტურული ლანდშაფტი ფუნქციონირებს. რეზიდენცია სექტემბერში თავდაპირველად საცდელ რეჟიმში გაიხსნება.
2026 წლის 27-28 თებერვალს დიზაინის ინსტიტუტში გაიმართება სოციალური დიზაინის დღეების მესამე სერია - ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ადამიანებზე ორიენტირებულ, ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ დიზაინს დაეთმობა.
After Dark („რომ დაბნელდება“) არ არის ჩვეულებრივი გალერეა. ეს არის ფანჯარა - სიტყვასიტყვით და მეტაფორულად - სადაც პირადი სივრცე დროებით იხსნება საჯაროდ.