საბჭოთა პერიოდში შემუშავებული გეგმის მიხედვით თბილისში 40-ზე მეტი სადგური უნდა აეგოთ, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე დღესაა. იგეგმებოდა მეტროს მესამე ხაზის გაყვანა დიდი დიღმიდან ვაზისუბნამდე, რომელიც 2000 წლისთვის უნდა დასრულებულიყო
დედაქალაქში გაჩნდა ინიციატივა - სახელწოდებით “წეროები მიფრინავენ”. თბილისის არქიტექტურული ბიენალეს საბავშვო სექციის ფარგლებში, მოქალაქეების ჩართულობით, მოკლევადიან წინადადებებს განიხილავენ და შეეცდებიან ისინი ურბანულ გარემოში განახორციელონ